weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

როგორც კი გუნდისთვის დამაზიანებელი გავხდები, ამ საკითხს როგორმე გადავწყვეტთ – გახარია

09:17 პარასკევი, 28 ივნისი 2019

„როგორც კი გუნდისთვის გავხდები დამაზიანებელი, ჩვენ როგორმე ამ საკითხს გადავწყვეტთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, მიზეზი, რის გამოც თანამდებობაზე რჩება, მისი და შსს-ს პასუხისმგებლობის რეალიზებაა.

„საკუთარ იმიჯზე ზრუნვა ჩემი ძირითადი ამოცანა არაა. არასოდეს არ მიზრუნია ამ იმიჯზე, იმიტომ, რომ ჩვენი პრობლემაა სწორედ ის ბიუროკრატია და ის პოლიტიკური სტატუსის მატარებელი ფიგურები არიან, რომლებიც პირველ რიგში ზრუნავენ იმიჯზე. ეს არ არის ჩემი ზრუნვის საგანი დღეს.

როგორც კი მე, როგორც ამ პოზიციიდან მოქმედი ადამიანი, გუნდისთვის გავხდები დამაზიანებელი, ჩვენ როგორმე ამ საკითხს გადავწყვეტთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - ჩემი აქ ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი და მიზანი დღეს გახლავთ, რომ მოვახდინო სრული რეალიზება იმ პასუხისმგებლობის, რომელიც არაა მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა, ეს არის მთლიანად შსს-ს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რატომ არ გამოჩნდა 8 დღის განმავლობაში საზოგადოების წინაშე, გახარიამ უპასუხა, რომ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არ ჩანდა: „რომ არ გამოგვეწვია დამატებითი გაღიზიანება ან ტემპერატურის ზრდა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]